შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
საოლქო კომისიის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია.