შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.
როგორც „ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, საბა სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.