შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელიც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირდება. ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს.
კურიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მ. კ. დააკავეს.
მათივე ცნობით, მ.კ. სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს. ფორტუნას აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ უდასტურებენ და აცხადებენ, რომ 12 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მ.კ. საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, სასამართლომ ის არასანდო მოწმედ მიიჩნია.