ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაიბარეს. ის გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“