ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ. აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.
აქციის მონაწილეები შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში მათ მინისტრი არ შეხვდება, საავტომობილო გზას გადაკეტავენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები