„2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ფორტუნას” დაუდასტურა.
„დილის 5 საათზე შეიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, ლუკასთან იყო ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები… ასე იქცევა აგონიაში მყოფი ხელისუფლება“ – რას ამბობს ირინა სარიშვილი დაკავებული შვილის შესახებ
როგორც „ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
„ტერორი საქართველოში, რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, რეჟიმმა ტიტუშკების ხელით ისევ გამოიყენა არაპროპორციული ძალა“ – სალომე ზურაბიშვილი Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი: „დაუსჯელობის სინდრომი, მწვანე შუქი შავფორმიანებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ – ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ავტორიტარიზმი“