LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია არასწორია

334
ვაჟა სირაძე - ხარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში „ფორტუნას“ განუცხადეს, ორივე მათგანი სამინისტროში მუშაობას აგრძელებს.

„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ისინი აგრძელებენ შსს-ში მუშაობას“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ვაჟა სირაძისა და ე.წ. ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g