LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატები შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დარჩეს კანონის უზენაესობის ერთგული: სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვა

77
FORTUNA.GE- (2)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება, მოუწოდებს პროცესებში ჩართულ მხარეებს – თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს და ასევე მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას – განამტკიცოს ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გუშინ გაავრცელა:

“შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ვურჩევთ, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის გამწვავება ან ძალადობა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას, ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, დარჩეს ერთგული დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ:

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ასევე უზრუნველყოს, რომ მისი სასამართლო სისტემა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებას.” – ვკითხულობთ მიმართვაში.