LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში სარბოლო ტრასა მდინარემ დატბორა

132
race

სარბოლო ტრასა I29 Dragway, რომელიც აიოვას შტატში მდებარეობს, მთლიანად დაიტბორა. მდინარე მისურის დონემ ლამის 3 მეტრით აიწია და შტატს დიდი ზიანიც მოუტანა.

წყლის ქვეშ აღმოჩნდა სარბოლო ტრასა, პარკინგის ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული და რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი. თითქმის მთლიანად დაიტბორა ტრიბუნები და წყლის დონის დაწევის შემდეგ ადმინისტრაციას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, რათა რბოლებისთვის მომზადებულიყო და ყველაფრისთვის ძველი სახე დაებრუნებინა.

თანხების შესაგროვებლად კი ავტომოყვარულებმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართეს და შემოსული თანხები მთლიანად დაზარალებულ მრბოლელებს მოხმარდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები