ამერიკაში საუკეთესო „ჩრდილოეთ ამერიკული მსუბუქი ავტომობილი“ და „წლის ყველგანმავალი“ აირჩიეს. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ ავტომოყვარულებმა დეტროიტის ავტოსალონზე გაიგეს.
მსუბუქ ავტომობილთა შორის პირველი პოზიცია სედანმა – Genesis G70-მა დაიკავა. პრემიალური ბრენდის Hyundai-ს შემოქმედებამ ორი მთავარი კონკურენტი Honda Insight და Volvo S60 დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
ყველგანმავალთა შორის გამარჯვება Hyundai-ს კროსოვერმა Kona-მ დაიკავა. საუკეთესო პიკაპი კი Ram 1500 გახდა. გარდა გამარჯვებულისა კატეგორიაში ასევე Chevrolet Silverado 1500 და GMC Sierra 1500-იც იყვნენ წარმოდგენილნი.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები 54 ავტოჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.