LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში Toyota Supra–ს 0 დოლარად ყიდიან

171
toyotasuprafired

ონლაინ აუქციონის Copart–ის გვერდზე გასაყიდად Toyota Supra გამოიტანეს. სპორტქარი კალიფორნიის შტატში ინახება და მისი ამჟამინდელი ფასი 0 დოლარია. საქმე ისაა, რომ ავტომობილი სერიოზულ ხანძარში მოხვდა და მისგან მხოლოდ დამწვარი ძრავია დარჩენილი.

როგორც ლოტის აღწერილობაშია ნათქვამი, „სუპრას“ საბაზრო ფასი 61 721 დოლარია. სპორტქარი თავის დროზე 3 ლიტრის მოცულობის „ექვსიანი“ BMW B58 ძრავით იყო აღჭურვილი და 340 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. აგრეგატი 8–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობდა.

თუმცა, ეს წარსულში იყო და მოისურვებს თუ არა ვინმე დამწვარი სპორტქარის შეძენას ჯერ–ჯერობით უცნობია.

უნდა აღინიშნოს რომ ცოტა ხნის წინ Copart–ის საიტზე მთლიანად დამწვარი 1999 წლის Ferrari F355 Spider–იც იყიდებოდა და მიუხედავად მისი მძიმე მდგომარეობისა მყიდველი მაინც გამოჩნდა. ხოლო თუ რამდენად შეფასდა განადგურებული „ფერარი“ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები