LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტორმის გამო, 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

119

გონიოში მაშველებმა 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბიჭი შტორმის დროს ზღვაში შევიდა და მაშველები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

17 წლის ბიჭი გონიოში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი შტორმის დროს ერთად შემიდნენ ზღვაში, თუმცა მაშველებმა სამი ბიჭიდან, მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლეს.

24 საათის განმავლობაში, მაშველებმა ზღვაზე სულ 14 ადამიანი გადაარჩინეს.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს დღეს შტორმის ერთადერთი მსხვერპლია.

 

magti 5g