ბათუმში, შტორმის შედეგად, სანაპირო ზოლი დაბინძურდა. ძლიერმა ტალღებმა,ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი და ხის ტოტები გამორიყა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი 5 ბალს აღწევს. ზღვაში საშტორმო მდგომარება, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სანაპირო ზოლის დასუფთავება გამთენიისას დაიწყო.