შტუტგარტი – ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარმატებით დაასრულდა. 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
შტუტგარტის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.eurowings.com/en.html