ბავშვის მაღაზია ”SERGENT MAJOR” მომხმარებელს შუა სეზონურ ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, შუა სეზონურ ფასდაკლებას მაღაზია მომხმარებელს შერჩეულ კოლექციებზე სთავაზობს.
”ჩვენს მომხმარებლებს მაღაზია 30%-იან ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე სთავაზობს, ესაა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელშიც შედის როგორც ბიჭის ასევე გოგონების ტანისამოსი”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზია ფასდაკლებული კოლექციის გარდა მომხმარებელს სთავაზობს ზამთრის ახალ კოლექციასაც: დათბილულ კაბებს, რომელთა ფასიც 85 ლარიდან იწყება, შარვლების შეძენა 65 ლარიდანაა შესაძლებელი.
მაღაზია 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. თავად პროდუქცია კი ფრანგული ბრენდია.
ამჟამად მაღაზიას ორი ფილიალი აქვს. მსურველებმა მიაკითხეთ მაღაზიას სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლსა” და ”ისთ პოინთში”.