LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება

109
shuakhevi-b-h

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები იგეგმება.

უწყების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილება არ შეეზღუდებათ.

სამუშაო პროცესის გამო 9:00 საათიდან 21:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობა არ შეეზღუდება”, – აცხადებენ უწყებაში.

პოპულალურები