ზემო აჭარაში, შუახევის რაიონში, სოფელ გოგინაურში მესაქონლეობისა და მერძევეობა-მეხორცეობის საწარმო გაიხსნა. ქარხანა კოოპერატივმა „რკ აგროსურსათმა“ სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ააშენა.
რძის პროდუქტების საწარმო ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს და აქ 12 ადამიანია დასაქმებული. როგორც კოოპერატივში განმარტავენ, ქარხნის ასაშენებლად 1 607 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მათივე ცნობით, საწარმო ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონში ხალხის დასაქმებასა და წარმოების განვითარებას.