LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუალედური არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა: ცესკო

88
ცესკო

შუალედური არჩევნები შედგა. კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

„დღეს საარჩევნო უბნებზე სულ 51 137 ამომრჩეველი მივიდა (31,8%). მათ შორის ბათუმში 10 578 ამომრჩეველი (51,3%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში -40 559 (29%). შუალედური არჩევნები შედგა. კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. ვიდეომასალა აიტვირთება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა შეუფერხებლად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეყოვნდეს ხმის დათვლის პროცედურები. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის, ასევე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g