LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისძიების მოტივით რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა“ – ჩუმლაყში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინეს

175
პროკურატურა

20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩუმლაყში 31 წლის მამაკაცი მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მას სოფლის ცენტრში ესროლეს, დაჭრილია ერთი პირი

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სროლის დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

🔵 საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g