LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისმაძიებლების“ ახალმა ტრეილერმა რეკორდი დაამყარა

51

გუშინ, ქსელში ფილმ „შურისმაძიებლების“ ახალი ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ვიდეომ რეკორდი დაამყარა.

24 საათის მანძილზე ტრეილერს 230 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც ახალ მიღწევად სახელდება.

აქამდე რეკორდსმენი ფილმის „ის“ ტრეილერი მიიჩნეოდა, რომელსაც ამავე დროში 197-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები