LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისმაძიებლების” ბოლო ფილმმა ხუთ დღეში სტუდიას მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა

198
avengersss

„შურისმაძიებლების” ბოლო ფილმმა, „თამაშის დასასრული”, შემოსავლების რეკორდი დაამყარა. მარველის მასშტაბურმა პროექტმა სულ რაღაც ხუთ დღეში სტუდიას მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.

„თამაშის დასასრულმა” „შურისმაძიებლების” წინა ფილმის, „უსასრულობის ომის” რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც მილიარდიანი ზღვარი 11 დღეში გადალახა.

საერთო ჯამში „თამაშის დასასრული” გახდა პირველი ფილმი კინოს ისტორიაში, რომლის შემოსავალმაც პრემიერიდან 5 დღეში $1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია,რომ ფილმი გახდა მე-8 „მარველ სტუდიოს” ფილმებს შორის, რომელმაც უკვე მოაგროვა მილიარდ დოლარზე მეტი.

საერთო ჯამში ფილმის პრემიერა 44 ქვეყანაში შედგა, მათ შორის ავსტრალიაში, ჩინეთში, კორეაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, არგენტინაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და გაერთიანებულ სამეფოში.

აქედან 29 ქვეყანაში „თამაშის დასასრულმა” რეკორდი დაამყარა ერთ დღეში მიღებული შემოსავლის ოდენობით.

„შურისმაძიებლების” ბოლო ნაწილს ეკუთვნის რეკორდი IMAX დარბაზებში მიღებული თანხითაც,რომელმაც 5 დღეში თითქმის 100 მლნ.დოლარს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g