LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შურისმაძიებლების” მოგებამ 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

86

„შურისმაძიებლები: სამოქალაქო ომის“ შემოსავალმა 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ გზით კი, ის კინოს ისტორიაში, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში მეოთხე პოზიციაზე განთავსდა. სამეულში მოხვედრისთვის მას კიდევ 200 მილიონი დოლარი სჭირდება.

ამერიკის ფარგლებს გარეთ, „შურისმაძიებლებმა“ ყველაზე მეტი, 300 მილიონი ჩინეთში გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის მეოთხე ნაწილზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მისი რელიზის თარიღიც უკვე ცნობილია – მაყურებელი მას 2019 წლის მაისში იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები