„შურისმაძიებლების“ რეჟისორი, ჯოს უიდონი არა თუ აქებს ფილმს „თორი: რაგნაროკი“, არამედ მას „თანამედროვე შედევრად“ მოიხსენიებს.
მართალია აშშ-ში ფილმი მხოლოდ ამ უქმეებზე გამოვა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში ის უკვე კინოგაქირავებაშია და 100 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავებაც მოასწრო. ჯოს უიდონი კი იმ ბედნიერი ადამიანების სიაში აღმოჩნდა, ვინც „თორის“ მესამე ნაწილის ნახვა მოასწრო. მან კომენტარებისგან თავი ვერ შეიკავა და Twitter-ზე რამდენიმე სიტყვიანი წარწერა გააკეთა:
„აი რაშია საქმე. ტაიკა ვაიტიტიმ თანამედროვე შედევრი გადაიღო. ეპიკური, გასაოცარი, სახალისო და სულიერი. ძალიან ბედნიერი ვარ“.
საქართველოს კინოთეატრებში „თორი: რაგნაროკი“ დღეიდან, 2 ნოემბრიდან გამოდის.
Here’s the thing: @TaikaWaititi has made a modern masterpiece. Epic, hilarious, gorgeous, heartfelt, and hilarious. I’m SO HAPPY #hilarious pic.twitter.com/ItsTcmeVN4
— Joss Whedon (@joss) 27 October 2017