LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისმაძიებლებმა“ „სამართლიანობის ლიგა“ ექვს დღეში უკან ჩამოიტოვა

115

„შურისმაძიებლებმა“ გამოსვლიდან ექვს დღეში უკან ჩამოიტოვა „სამართლიანობის ლიგა“. სწორედ ამ პერიოდში, მსოფლიო კინოგაქირავებაში მან 725 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო მაშინ, როდესაც პროექტმა, რომელიც ბეტმენს, სუპერმენსა და სხვა სუპერგმირებს  ეძღვნება, მხოლოდ 657 მილიონის მოგროვება შეძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი შედეგი ფილმმა ჩინურ ბაზარზე გაუსვლელად მოიპოვა, შესაბამისად, ექსპერტები სრულიად რეალურად მიიჩნევენ სულ მალე მილიარდ დოლარიან მოგებასაც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „შურისმაძიებლების“ მეოთხე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და დიდ ეკრანებზე ის 2019 წლის მაისში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები