ფილმის „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ საშინაო მოგებამ 660 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ გზით კი, სტუდია Marvel-ის პროექტმა უკან ჩამოიტოვა ისტორიული დრამა „ტიტანიკი“, რომელიც 20 წლის მანძილზე 659 მილიონით პირველ ადგილზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ მეოთხე ფილმია კინოს ისტორიაა, რომელმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთში კინოგაქირავებაში ის ივლისამდე გააგრძელეს, რაც ამ თანხას კიდევ გაზრდის.
ფილმის მეოთხე ნაწილი 2019 წლის მაისში გამოვა.