LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შურს ვიძიებთ თქვენ მიერ ჩადენილ მკვლელობებზე – ISIS-ის მუქარა

63

ISIS-მა ინტერნეტში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ესპანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.

„ალაჰის ნებით, ალ–ანდალუსი კვლავ გახდება ის, რაც ადრე იყო, ხალიფატის მიწა,“ – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეომიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი“.

„შურს ვიძიებთ თქვენ მიერ ჩადენილ მკვლელობებზე“, – განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა.

17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები