LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუშანა მაცაბერიძე და ელიზბარ ჩხიკვაძე საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს

189
შუშანა მაცაბერიძე ელიზბარ ჩხიკვაძე

ბათუმში აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე, რომლებიც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ მოთავსებული ცოტახნის წინ გაათავისუფლეს.

მათი თქმით, ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებენ.

„ეს ქვეყანა ჩვენია, ვერავინ ვერ შეძლებს ამ ქვეყნის წართმევას და გარუსებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ, ჩვენი გზა ევროპაშია, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ელიზბარ ჩხიკვაძემ.

შუშანა მაცაბერიძე და ელიზბარ ჩხიკვაძე 12 იანვარს, საღამოს, სხვა პირებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლემ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შუშანა მაცაბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარ ჩხიკვაძე კი 173-ე მუხლით იქნა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g