ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.
შემთხვევის ადგილიდან 3 მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.
დაშავებული სამი ბავშვიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას “ინგოროყვას კლინიკაში” ოპერაცია უტარდება. ბავშვს ჭრილობები თავის არეში აქვს.
გამოკვლევები უტარდებათ სხვა დაშავებულ ბავშვებსაც. წინასწარი ინფორმაცით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
