LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი დანიას არ ჩამორჩა და ყველაზე მაღალი ხის ცათამბრჯენი ააშენა

43
sara-kulturhus

შვედეთის ქალაქ შელეფტეოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის ცათამბრჯენი ააშენეს – ნაგებობის სიმაღლე 75 მეტრია. თუმცა, ეს რეკორდული მაჩვენებელი ნამდვილად არ არის და ნორვეგიაში 85 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი აქვთ.

თუმცა, შვედეთის ცათამბრჯენი ნამდვილად გამორჩეულია. ის მსგავს ნაგებობებს შორის ყველაზე ეკოლოგიურია. მშენებლობის დროს არ გამოუყენებიათ ბეტონი და მთელი კონსტრუქცია ხით ააგეს.

გარდა ამისა, შენობა სრულად მზის ენერგიით იკვებება და უფრო მეტიც, თანამედროვე პანელების დამსახურებით ამ ენერგიის დაგროვება და მეზობელი ნაგებობებისთვის გაზიარებაც შეუძლია.

ხის ცათამბრჯენში კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, რამდენიმე რესტორანი და სასტუმრო განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ შელეფტეო საკმაოდ პატარა დასახლებაა, თუმცა მასშტაბური „მწვანე“ პროექტებით გამოირჩევა. მაგალითად 2021 წლის დასაწყისში, ქალაქის აეროპორტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და წიაღისეულ საწვავზე საერთოდ უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები