LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე რკინიგზა აქვს

train

შვედეთის რკინიგზა მსოფლიოში ყველაზე „ციფრულად“ აღიარეს. ნაციონალური კომპანია Sj-ს ყველაზე თანამედროვე და ამასთან მოსახერხებელი ტექნოლოგიური სერვისები აქვს. სწორედ ამიტომ, მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 47 კონკურენტს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები სატრანსპორტო კომპანიებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენად მოსახერხებელი იყო მათი სერვისები მომხმარებლებისთვის. შვედურ Sj-ს კი აქვს თავისი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც განრიგის ნახვა და ბილეთების ონლაინ შეძენა ძალიან მარტივია, სურვილის შემთხვევაში კომპანიასთან კონტაქტი სოც-ქსელის მეშვეობითაცაა შესაძლებელი.

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაციას აქვს ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია და  მისი გამოყენება უსინათლოებსაც უპრობლემოდ შეუძლიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები