LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ახალი ტრაილერ-ტროლეიბუსი გამოსცადეს (ვიდეო)

54

კომპანია Scania-მ ,,ელექტრო გზაზე” ახალი ტრაილერ-ტროლეიბუსი გამოსცადა. სატვირთოს შეუძლია როგორც პანტოგრაფით მოძრაობა, ასევე მის გარეშე – ამას კი ჰიბრიდული მოწყობილობით ახერხებს.

ტესტირების პროცესი მიმდინარეობდა ორ კილომეტრიან გზაზე, ქალაქ ევლეში, ცენტრალურ შვედეთში, სადაც სპეციალური ელექტრო-კონტაქტური ქსელია. პროექტი განხორციელდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სამინისტროების და ინოვაციების სააგენტოს Vinnova-ს მხარდაჭერით.

პროექტის ღირებულებამ შეადგინა 77 მილიონი კრონი (რაც 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს), საიდანაც 48 მილიონი კრონი – სპონსორებისა და ბიზნეს-გაერთიანებების მიერ გადაირიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები