LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში და ირლანდიაში ყველაზე უსაფრთხო საგზაო მოძრაობაა

54
roadnews

ყველაზე ცოტა მსხვერპლით დასრულებული ავტო–საგზაო შემთხვევა შვედეთში, ირლანდიასა და მალტაში დაფიქსირდა.

როგორც ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ დაადგინა, გასული წლის განმავლობაში შვედეთში ყოველ მილიონ მოქალაქზე მხოლოდ 22 მსხვერპლი იყო, ირლანდიაში – 29, ხოლო მალტის შემთხვევაში კი – 32.

ყველაზე საშიში გზების სიაში რუმინეთი (მილიონ ადამიანზე 96 მსხვერპლი), ბულგარეთი(90), პოლონეთი(77) და ხორვატია(73) ლიდერობს.

რაც შეეხება ევროპის საშუალო მაჩვენებელს, ყოველ მილიონ მოქალაქეზე საგზაო –სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპული 51 ადამიანი მოდის. მათგან 44%  – მსუბუქი ავტომობილის მძღოლები და მგზავრები არიან, 20% – ფეხითმოსიარულეები, 16% – მოტოციკლეტისტები. დაახლოებით 9% მოდის ველოსიპედისტებზე და 11% უკვე სხვა კატეგორიაზე, მაგალითად – ავტობუსებზე, მოპედებსა და სატვირთო ავტომობილებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g