LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

144
1242736279

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს, – ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული“, – ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არ იქნება აღიარებული დოკუმენტები სხვადასხვა თარიღის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ როდის იყო ისინი ოკუპირებული რუსეთის მიერ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისთვის კი თარიღი 2008 წლის 26 აგვისტოა.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება, გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით”,- განაცხადა შვეიცარიის ხელისუფლებამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g