LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

227
70454153-503687203529275-1585791750629228544-n

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შვეიცარიის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. თეა წულუკიანმა, მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი მარიო გატიკერი, ამავე ქვეყნის მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი მიიღო. მხარეებმა შეხვედრაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის საკითხები განიხილეს. შვეიცარიამ საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად უკვე აღიარა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ის საქართველოსა და შვეიცარიას შორის 2017 წლიდან მოქმედებს.

უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გადაწყვეტილებას შვეიცარია რამდენიმე კრიტერიუმების საფუძველზე იღებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობა. ამასთან, ითვალისწინებს ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნებისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით.

შვეიცარიის დელეგაციი ვიზიტი საქართველოში ორი დღე გაგრძელდება. ამავე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g