LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე რთული საათი შექმნეს

418

საათების შვეიცარული მწარმოებელმა Vacheron Constantin წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე რთული მექანიზმის მქონე საათი. ის შედგება 2,826 ნაწილისგან და მისი შექმნისთვის 8 წელიწადი დაიხარჯა. როგორც  Daily Mail იუწყება, საათის სახელწოდებაა Reference 57260, სახელწოდებაში არსებული ციფრი 57 მიუთითებს რთული ფუნქციების რაოდენობას.

საათი  კერძო კოლექციონერის შეკვეთით დამზადდა, მისი მოთხოვნით საღამოს 10 საათიდან დილის 8-მდე საათს ხმა უქრება, ხოლო ციფერბლატზე გამოისახება ცა, კალენდარი, დღისა და ღამის ინდიკატორი და სხვა მრავალი ფუნქცია.  ჯიბის საათი ოქროთია დამზადებული და შემკვეთს ის 10 მილიონ დოლარად ერგება. შემქნელები აცხადებენ, რომ საათმა სირთულის რეკორდი მოხსნა, რომელიც მანამდე კომპანიას Patek Phillipe ეკუთვნოდა, მათ საათს, რომელიც 1989 წელს გამოვიდა 33 რთული ფუნქცია ქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები