LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვეიცარიის ბანკში ქეშის გამოსატანად მივედი, წინდის სტილის ფეხსაცმელი მეცვა, დაცვამ ვერ მიცნო და იფიქრა, რომ ფეხშიშველი ვიყავი“ – დემნა გვასალია

715
page
„დემნა დეილის“ „ფეისბუკზე“ დიზაინერის ინტერვიუდან მორიგი ამონარიდები ვრცელდება.
“ეს ერთი წლის წინ მოხდა. შვეიცარიის ბანკში ქეშის გამოსატანად მივედი. შესასვლელში გამაჩერეს. წინდის სტილის ფეხსაცმელი მეცვა. დაცვამ ვერ მიცნო და იფიქრა, რომ ფეხშიშველი ვიყავი.”
“გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც ოქროს ბარათი ვაჩვენე და გაიგეს, რომ ჩემი წინდის ფეხსაცმელი 850 ევრო ღირს.”
“ძალიან ლამაზი ქალი ჩამოიყვანეს, რომელმაც ყველას სახელით ბოდიში მომიხადა.”
“ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი მისული. ახლა ყველა დაცვა გაფრთხილებულია.”
ცნობისთვის, სასიამოვნო სიახლეებია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის კარიერაში. „დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭომ“ დემნა გვასალია 2022 წლის საერთაშორისო დიზაინერის ნომინანტებს შორის დაასახელა. დაჯილდოება 5 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები