შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG ბიძინა ივანიშვილს და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ჩივილის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტის გასაჯაროება გახდა.
ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე გამოქვეყნდა და ლესკარდონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციასა და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.
ლონდონის სასამართლოში სარჩელი უკვე დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, პატრიკ ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია და მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს.