LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცა“ და „სუხიშვილები“ დიდ ბრიტანეთში კონცერტებს გამართავენ

58

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს იქ სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, სადაც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.

„შვიდკაცა“ და „სუხიშვილები“ იქ 16 სექტემბერს ჩავლენ, 17 და 18 სექტემბერს ერთობლივად ოთხ კონცერტს გამართავენ, ხოლო 19-ში, ანსამბლს სოლოკონცერტი ექნება. როგორც „შვიდკაცას“ წევრმა, გიორგი ლომთათიძემ გვითხრა, რეპერტუარში, ძირითადად, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერები იქნება.

გიორგი ლომთათიძე:

„შვიდკაცას“ მორაგბეთა ნაკრებსა და ფედერაციასთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მათთვის ჩავწერეთ „ბაში-აჩუკიდან“ სულხან ცინცაძის სიმღერა. აქტიური გულშემატკივრები ვართ, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მოვახერხებთ თუ არა მათ თამაშებზე დასწრებას. პირველი თამაში 19 სექტემბერს აქვთ, მაშინ, როდესაც ჩვენი კონცერტია დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g