LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცამ“ ძველი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა და დიდი კონცერტისთვის ემზადება

9

 

Ardaidardo.Ge
გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმრები ანსამბლი „შვიდკაცას“ ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებმაც მათ ახალ სიმღერაზე და 11 აგვისტოს კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

რა ხდება ახალი თქვენს შემოქმედებაში?

 

11 აგვისტოს ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი იგეგმება. დღეში რამდენიმე რეპეტიცია გვიწევს და სრული შემადგენლობით და შემართებით ვემზადებით ამ გრანდიოზული კონცერტისთვის.

 

რა სიახლეებს შესთავაზებს მაყურებელს „შვიდკაცა“ 11 აგვისტოს?

 

კონცერტზე ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შესრულდება. კონცერტს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს. იქნება ახალი სიმღერები, ახალი ინტერპრეტაციით და კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ასევე კონცერტზე გვეყოლება ჯგუფი „თეიქსიქსი“, რომლებიც თავიანთ ოთხ სიმღერას და ჩვენთან ერთადაც რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ.

 

კონცერტის დამდგმელი რეჟისორი ვინ არის?

 

კონცერტის დამდგმელი რეჟისორები ბასა და თამარ ფოცხიშვილები და მათი ჯგუფის წევრები არიან.

 

მოდით ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…

 

სიმღერის სახელწოდებაა „მხარე ლამაზი“, რომელიც ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძის ძველი სიმღერაა და მას ქალბატონი ეთერ კაკულია ასრულებდა. ჩვენ კი შემოგთავაზებთ ამ სიმღერის ახალ ვერსიას, რომელიც რომა გიორგაძის სტუდიაში ჩაიწერა, არანჟირებაც სწორედ მას ეკუთვნის.

შვიდკაცა – მხარე ლამაზი

AudioSHVIDKACA – MXARE LAMAZI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Shvidkaca

“შვიდკაცა” – სახუმარო. Live

“შვიდკაცა”. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები