LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა – „უფლებები საქართველო“

152
დაკავება-1

შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო  ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს იცავდა.

ბოდბეში ქმარმა ცოლი დაჭრა 

საქმე ეხება 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც კაცმა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა.

„საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი.

გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება.

„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს: დავაკავეთ მამაკაცი, რომელმაც ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g