LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილი ხელში ვერ ამყავს… მასტექტომიიდან 4 კვირა გავიდა“ – ჯესი ჯეი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს

631
page

ჯესი ჯეი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ მასტექტომიის გაკეთებიდან ოთხი კვირის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს და ყოველდღიურად უკეთესად ხდება.

37 წლის მომღერალი გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზეა და გულშემატკივრებს ოპტიმისტურ განახლებებს ხშირად უზიარებს:

„შაბათს ზუსტად 4 კვირა იქნება ჩემი ძუძუს კიბოს ოპერაციიდან. თავს კარგად ვგრძნობ. ზოგიერთი დღე მძიმეა, მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდები საკუთარ თავს. მოძრაობა დამიბრუნდა, თუმცა ჯერ ისევ მტკივა. რამდენიმე თვე არ მაქვს უფლება სკაი ხელში ავიყვანო, რაც ძალიან რთული მისაღებია. მინდა ხელში ავიყვანო და ვატრიალო…“, – აცხადებს არტისტი.

ჯესის ამ ეტაპზე ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო მისი 2 წლის შვილი, სკაი, მამასთან, კალათბურთელ, ჩანან კოლმანთან ერთად დანიაში იმყოფება.

„ეს სიხარულის ცრემლებია“ – ჯესი ჯეიმ მკერდის კიბო დაამარცხა – 35 წლის არტისტი ემოციურ ვიდეოს ავრცელებს

შეგახსენებთ, ჯესი ჯეის მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოზი ივნისში დაუსვეს. შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა კი დაადგინა, რომ სიმსივნე სხვა ორგანოებზე არ გავრცელებულა და ახლა ის ონკოლოგიური დაავადებისგან თავისუფალია.

„გაჩვენებთ როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებს“ – მკერდის კიბოსთან მებრძოლმა ჯესი ჯეიმ ოპერაცია გაიკეთა და ძალიან ემოციური კადრები გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები