„პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი რა არის თურმე მნიშვნელოვანი და აქამდე რაც მანერვიულებდა ან არ მანერვიულებდა, თურმე არაფერს აზრი არ ჰქონია“, – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ცხოვრება პირველი შვილის დაბადების შემდეგ დაიწყო:
„პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი რა არის თურმე მნიშვნელოვანი და აქამდე რაც მანერვიულებდა ან არ მანერვიულებდა, თურმე არაფერს აზრი არ ჰქონია. ჩემთვის ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ…
გმირი მეგონა საკუთარი თავი. ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10 და 15 შვილს აჩენს, მაგრამ მე ერთი შვილი რომ გავაჩინე შოკში ვიყავი, თავი გმირი მეგონა.
დღემდე ვამბობ და არავის არ სჯერა, რომ ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო და არცერთ ჩემს მეგობარს ამის არ სჯერა.
მე ვუხსნი, რომ შვილის გაჩენა ჩემთვის არის ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო ერთად…“- ამბობს რუსკა მაყაშვილი.
@ajarabroadcaster "ვის არ გაუჩენია შვილი, ხო? მე თავი გმირი მეგონა, შოკში ვიყავი, ვიძახდი: ღმერთო, ეს რა მაგარი რამე ვქენითქო" – რუსა მაყაშვილი #შვილები #გმირი #მაყაშვილი #მშობიარობა #პროქცია ♬ original sound – აჭარის მაუწყებელი