რამდენიმე დღის წინ მტკვარში ნაპოვნი 31 წლის ვეფხია ხაჩიძის მამამ თავი ჩამოიხრჩო.
შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით შვილის დასაფლავების შემდეგ დაასრულა.
ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღიანი სამძებრო მოქმედებების შედეგად, მტკვარში 20 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცის, ვეფხია ხაჩიძის ცხედარი აღმოაჩინეს.
ხაჩიძის მამა აცხადებდა, რომ მისი შვილი სახლიდან გასვლის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც რაიმე პრობლემა ჰქონია.