LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილისგან უარყოფილი დედა – სკანდალური ბრალდებების შემდეგ ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა

541
page

ოჯახური სკანდალის ფონზე, ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა. ის თავისი ახლო მეგობრის, Spice Girl-ის წევრის, ემა ბანტონის 50 წლის იუბილეზე იმყოფებოდა და კამერების წინაშეც პოზირებდა.

ფოტო ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და მეგობარს დაბადების დღე თბილი სიტყვებით მიულოცა.

კადრში შვილისგან უარყოფილი დედა დასევდიანებული, ამავდროულად ცივი და თავშეკავებული მზერით იყურებოდა.

„გასული ორშაბათის შემდეგ ისინი სასოწარკვეთილ სევდას განიცდიან. ეს მათ გულებს ამსხვრევს, მაგრამ დევიდი და ვიქტორია ყოველთვის ჩნდებიან იქ, სადაც თქვეს, რომ იქნებოდნენ. ემა მათთვის ძალიან ძვირფასია. იყო გაურკვევლობა მის იუბილესთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი სადილზე მაინც მივიდნენ“, – აცხადებს წყარო

ციდეო: „დედაშენს თეძოზე მოხვიე ხელი!” – დედამთილის მიერ მოპარული ცეკვა და აქვითინებული პატარძალი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის სკანდალური ქორწილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვია და „ინსტაგრამ სთორიში“ მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან დაპირისპირებას ვრცელი მიმართვით შეეხო, რითაც საბოლოო ახადა ფარდა დრამატულ კონფლიქტს.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო.

ნარატივი, თითქოს ჩემი მეუღლე მაკონტროლებს, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი. მძიმე შფოთვით გავიზარდე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ოჯახისგან დაშორების შემდეგ, ეს შფოთვა გაქრა. ყოველ დილით ვიღვიძებ მადლიერებით იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც თავად ავირჩიე.

წლების განმავლობაში დუმილს ვინარჩუნებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირადში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა და მათმა გუნდმა სხვა გზა აღარ დამიტოვა. ისინი დაუღალავად ცდილობდნენ ჩემი ურთიერთობის დანგრევას ჯერ კიდევ დაქორწინებამდე და მას მერეც ბევრ ბინძურ ხერხს მიმართეს.

მე და ჩემს მეუღლეს არ გვსურს ცხოვრება, რომელიც იმიჯით, პრესითა და მანიპულაციით იქნება დატვირთული. ერთადერთი, რაც გვინდა, არის სიმშვიდე, პირადი სივრცე და ბედნიერება, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი ოჯახისათვის“, – წერს ბექჰემების უფროსი ვაჟი.

ოჯახური სკანდალის ეფექტი – ვიქტორია ბექჰემის 25 წლის წინანდელი ჰიტი ჩარტების სათავეში მოექცა

ცნობილი ხდება ვიქტორია ბექჰემის რეაქცია უფროსი ვაჟის სკანდალურ ბრალდებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები