რა შეცვალა ნათია ფანჯიკიძის და ირაკლი ალასანიას ცხოვრებაში 8 წლის თინამ – ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ცნობილი ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ შვილიშვილმა მისთვის და მისი მეუღლის, ირაკლი ალასანიასთვის ზრუნვის და სიტკბოს შიმშილი ამოავსო.
ნათია ფანჯიკიძე ჟურნალის მკითხველს ბავშვობაზე, შვილებსა და შვილიშვილებზე უყვება:
„თინუშამ პატარა ბავშვთან ურთიერთობის, ზრუნვის და სიტკბოს ის შიმშილი ამოავსო ჩემთვის და ირაკლისთვის, რაც მოსდევს შვილების გაზრდას, როცა მათ ისე ვეღარ ეფერები, როგორც პატარებს. თინუშა გამათავისუფლებელს ვეძახი.
პატარა ბავშვი ხომ გიბიძგებს, დაბრუნდე ღრმა ბავშვობაში და ითამაშო დამალობანა, ექიმობანა…
ბაბუ გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა. ირაკლიც მისდევს. ბებო გოჭობანა მეთამაშეო მეუბნება და მეც გოჭის როლს ვთამაშობ. ამხელა ადამიანები ბავშვებივით ვიქცევით.
ბებოს ან ბებიკოს მეძახის, ირაკლის ბაბუკას. ძალიან გვეფერება. ენით ვერ აღვწერ რა განვიცადე როცა თინა პირველად დავიჭირე ხელში…
ვფიქრობ მე მგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არ არის. გარეგნობით მამამისს და ბაბუამისს ჰგავს, რაღაცაში დედამისსაც, მაგრამ ხასიათით და თვისებებით ეჭვიც არ მეპარება, რომ მე მგავს“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.
ინტერვიუს ვრცლად გაეცნობით, ჟურნალის „სარკე“ 25 ივნისი – 1 ივლისის გამოცემაში.