LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილზე დარდით დამწუხრებულებმა ნუგეში ერთმანეთის სიყვარულში პოვეს“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უახლესი პაპარაცული ფოტოები

1611
page

უფროს შვილთან და რძალთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები კვლავ იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდიდრულ იახტაზე ისვენებენ. მათ თან ახლავთ შვილები, რომეო, კრუზი და ჰარპერი.

ამჯერად პაპარაცების ობიექტივში წყვილი მაშინ მოხვდა, როცა ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებოდა და კოცნიდა. შავ კაბაში გამოწყობილი 51 წლის ვიქტორია საყვარელ მამაკაცს ფოტოებს უღებდა. დევიდი კი ბედნიერად გამოიყურებოდა საყვარელი მეუღლის გარემოცვაში.

„შვილზე დარდით დამწუხრებულებმა ნუგეში ერთმანეთის სიყვარულში პოვეს“, „ახლა მათი სიყვარული ყველაზე ძლიერია“, „საუკეთესო წყვილი“, – წერენ კომენტარებში.

მზად ხართ დევიდ და ვიქტორია?! – მედიაში ვრცელდება ბრუკლინ ბექჰემის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მან სიდედრ-სიმამრს მიუძღვნა

ცნობისთვის, გასულ კვირას, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალი გულისტკივილის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბრუკლინმა მშობლები და და-ძმა მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან „საქორწინო ფიცის“ განახლების ცერემონიალზე არ დაპატიჟა, მან ისინი არც სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია.

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან. მათ უკვე ფარ-ხმალი დაყარეს და დამარცხებაც აღიარეს. ისინი განადგურებულები არიან, თუმცა საჯაროდ არაფერს იმჩნევენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან“ – ახალი დეტალები ოჯახური დრამის შესახებ

„ვიქტორია განადგურებულია და სასოწარკვეთილი ულაიქებს პოსტებს, დევიდისთვის კი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან…“ – ოჯახთან დაახლოებული პირი ბექჰემების დრამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები