მომღერალმა და სიმღერების ავტორმა სიამ, ჰიტმეიკერმა დიპლომ და Labrinth-მა ერთობლივი ჯგუფი სახელად LSD შექმნეს. სახელწოდება მუსიკოსების სახელების აბრევიატურას წარმოადგენს.
ჯგუფის შექმნიდან მალევე მათ სადებიუტო სიმღერა „Genius“ და მასზე გადაღებული ვიდეო წარმოადგინეს. ალბომის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ არის.
შეგახსენებთ, რომ ამ სამეულს ადრე ერთად უკვე უთანამშრომლია, თუმცა მაშინ ეს თავისი სოლო პროექტისთვის იყო.