ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს ბიზნესმიმართულების განვითარებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, ახალი ციფრული სერვისების დანერგვას.
დღეიდან, ლიბერთის ანგარიშის გახსნა ბიზნესისთვის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე არის შესაძლებელი – პლატფორმაზე https://libertybusiness.ge/
ბიზნესანგარიშის გახსნის პროცესი მარტივია – რეგისტრაციისთვის, დაახლოებით, 5 წუთია საჭირო და მოიცავს კითხვებს კომპანიისა და სასურველი საბანკო პროდუქტების შესახებ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სრულად აქტიურდება შემდეგი სერვისები:
-
მიმდინარე ბიზნესანგარიში ეროვნულ ვალუტაში
-
ბიზნეს ინტერნეტ ბანკი
-
SMS სერვისი (არჩევის შემთხვევაში)
-
ბიზნესბარათი (არჩევის შემთხვევაში).
პროცესის დასრულებისთანავე, ბიზნესანგარიშის მართვა ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
“ახალი ლიბერთი ახალ ციფრულ შესაძლებლობებს ქმნის თავისი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, ადამიანებისთვის შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება სამომხმარებლო, თუ ბიზნესის მიმართულებით. ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდის მთავარი ინსპირაცია ამ ახალი პლატფორმის შექმნისას, მომხმარებლების ბიზნესმიზნების მიღწევის ხელშეწყობა იყო. მოხარული ვართ, რომ უკვე დღეიდან, იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა და მართვა მარტივად, სრულად დისტანციურად არის შესაძლებელი“ – ამბობს ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის უფროსი.