ფრანგული პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბრენდი ”ივ როშე” ქალბატონებს სიახლეებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ქალბატონებს უკვე საშუალება აქვთ შეიძინონ 2017 წლის ყველაზე მოდური, მკვეთრი ღვინისფერი ტუჩსაცხი და ულამაზესი ლაქი, რომლის შეძენაც 30 ლარად შეგიძლიათ.
ამას გარდა, მსურველს საშუალება აქვს შეიძინოს შხაპის მკვებავი ზეთი შვრიის ექსტრაქტით, რომლის ღირებულებაც 28 ლარს შეადგენს.
”ეს არის მარტივად დნობადი ფორმულა წყალთან კონტაქტისას ნაზ რძედ გარდაიქმნება და არნახულ ნეტარებას განიჭებთ”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, ”ივ როშე” საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ BB Cream, რომელიც თქვენს დაზიანებულ კანს აღადგენს და იცავს შემდგომი დაზიანებისგან.
სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: რუსთაველის N16, პეკინის N13, ჭავჭავაძის N42, გლდანის სმარტი, გლდანი ”სითი მოლი” და ”თბილისი მოლი” .