LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე MonTa&Go-გან

133

ყვავილების ონლაინ მაღაზია MonTa&Go მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მონიკა ქობულაძემ აღნიშნა, სიახლის ფარგლებში, მსურველებს შეუძლიათ ქორწილებისა და დაბადების დღეების ორგანიზებისთვის MonTa&Go-ს  დაუკავშირდნენ.

”ჩვენ დაგეხმარებით დაგეგმოთ ნებისმიერი დღესასწაული, ღონისძიება და უბრალოდ მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს თქვენი ჩარევის გარეშე.შეგირჩევთ რესტორანს, ფოტოგრაფს და ვიდეო-ოპერატორს, გავაფორმებთ საპატარძლო და სტუმრების მაგიდებს. მოვაწყობთ ხელის მოწერის და ფოტოსესიის ადგილებს, სურვილის შემთხვევაში, ვერტმფრენს ყვავილების ფურცლებისთვის, ფეიერვერკს, ბუშტებს, ფრანებს, მოსაწვევებს და .. მოკლედ ყველაფერს რაც შეიძლება აზრად მოგივიდეთ”,- განაცხადა ქობულაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია MonTa&Go- სამი დამფუძნებელი ყავს: მონიკა ქობულაძე, ტატო ხოკერაშვილი და გოგა აფრიდონიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები